пятница, 8 апреля 2022 г.

ინკლუზია და ინტეგრაცია


 
ინტეგრაცია და ინკლუზია ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია, როდესაც ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის შეცვლის მცდელობას. ამ დროს ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ბავშვის პრობლემებზე და არა მისი თანაბარი ღირებულებების დანახვა/აღიარებაზე.

ინკლუზია ბევრად მეტს ნიშნავს, ესაა საზოგადოებრივი ვალდებულება, ვაღიაროთ ნებისმიერი ადამიანის ინდივიდუალური გამოწვევები და შესაბამისად, მისი ინტერესთა სფეროს და უნიკალურობის ხელშეწყობა მოვახდინოთ.

ინკლუზია აღიარებულია, როგორც უფრო ჰუმანური და ეფექტური განათლების სისტემა არა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, არამედ ტიპური განვითარების ბავშვებისთვისაც.



სტიგმატიზაცია

  • შშმ ბავშვს არ შეუძლია საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეების კეთება;
  • შშმ ბავშვი საშიშია სხვა ბავშვებისათვის, შეუძლია ფიზიკური ზიანი მიაყენოს მათ;
  • შშმ ბავშვთან თანაცხოვრება ტიპური ბავშვების განვითარებას აფერხებს;
  • შეზღუდული შესაძლებლობები გადამდებია;
  • შშმ ბავშვს არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა;
  • შშმ ბავშვები სახელმწიფოსგან მხოლოდ სარგებლის მიმღებნი არიან;
  • შშმ ბავშვს სწავლა არ შეუძლია;
  • შშმ ბავშვი ძალიან დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება და გაჭირვებული ოჯახიდანაა;
  • შშმ პირებს არ შეუძლით ატარონ ავტომობილი;
  • შშმ ბავშვი მისი მშობლებისა და წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვების გამო ისჯება;
  • შეზღუდული შესაძლებლობა გენეტიკური მოცემულობაა და თაობათა ცვლაში მეორდება;
  • შშმ ბავშვი უშნოა...


ინკლუზია და ინტეგრაცია   ინტეგრაცია და ინკლუზია ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია, როდესაც ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სპეციალური...